„პოლიტიკა კონსენსუსის ხელოვნებაა. ასეთ დროს სწორად უნდა შეაფასო მდგომარეობა და, თუ ამ დროს გადაწყვეტ, რომ არაფრის ფასად არ დააყენო თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ, ამას პოლიტიკური ვაჟკაცობა ჰქვია!“- ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„პოლიტიკოსობა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით კი – მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა, მით უმეტეს, როდესაც იცი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია ქვეყნის და ხალხის წინაშე.
გაცილებით ადვილია ოპოზიციაში ყოფნა, უარგუმენტო, არაფრისმთქმელი პოლიტიკური პოპულიზმის ხარჯზე ნებისმიერ რამეზე წახვიდე, და თან, მიუხედავად იმისა, რომ არც რეიტინგი გაწუხებს და არც ხალხის ბედი, იცი, რომ პოლიტიკურ ველზე მაინც იტივტივებ და პარტიული ტელევიზიებიც სიამოვნებით დაგითმობენ ხოლმე ეთერს. თუნდაც დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლებში რამდენი შემთხვევა ვიცით, თანამდებობრივ სკამს ჩაჭიდებულებმა და საკუთარი ვითომდა პრინციპულობის გამო, როგორ გაწირეს საკუთარი მოქალაქეები გინდ ომისა თუ გინდ მშვიდობის დროს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილება კი სწორედ რომ პრაგმატული და გონივრული პოლიტიკური გადაწყვეტილების ნიმუშია“, – წერს ნიკოლეიშვილი.

გაზიარება