“ევროპის უცნაური წყვილი: არახელსაყრელი ურთიერთობა ევროკავშირის ცენტრში.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჩარლზ მიშელს შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ასეთი ცუდი”, – ამ სათაურით სტატიას ამერიკული გამოცემა “პოლიტიკო” აქვეყნებს.
როგორც სტატიის ავტორი წერს, მომავალ კვირას ბალიში დანიშნულ G20-ის სამიტზე მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე ევროკავშირის ერთიანი ფრონტის სახით წარდგენის მოლოდინი ნუ გექნებათ.
ურთიერთშეთანხმების ნაცვლად კავშირის ორი უმაღლესი თანამდებობის პირი – ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი – სავარაუდოთ მოერიდებიან ერთმანეთთან შეხვედრას, ხოლო მოგზაურობის ორგანიზატორი თანამშრომლები იმოქმედებენ მკაცრი ინსტრუქციებით, რათა თავიდან აიცილონ მათი მარშრუტების დამთხვევა.
სტატიის თანახმად, თანამდებობის დაკავებიდან თითქმის სამი წლის განმავლობაში მიშელსა და ფონ დერ ლეიენს შორის ურთიერთობაში ძლიერი განხეთქილება მოხდა, ორი ორგანიზაციის თანამშრომლებს უარი ათქმევინეს ურთიერთობაზე, ხოლო ორი ლიდერი ერთმანეთს ბლოკავდა უცხოელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებზე.
ავტორის თქმით, არაჯანსაღი პარტნიორობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ევროკავშირის საკანონმდებლო და პოლიტიკურ კურსზე, რომელიც დამოკიდებულია ინსტიტუტებს შორის დელიკატური კომპრომსის არსებობაზე. ის ასევე ემუქრება ევროკავშირის ავტორიტეტის შელახვას მსოფლიოს თვალში.
სტატიის თანახმად, G20-ის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იქნება მიშელისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის შეხვედრა, რომელიც დაგეგმილია სამიტის მიჯნაზე. იმის გათვალისწინებთ,რომ პეკინთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის შიგნით არსებობს განხეთქილება, ეს შეხვედრა გადამწყვეტი უნდა იყოს. მაგრამ ფონ დერ ლეიენი არ არის მიწვეული. მიზეზი? მისი უარი მიშელის მონაწილეობაზე ივნისში გერმანიაში გამართულ G7-ის შეხვედრაში, რომელსაც ინდოეთის პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდი ესწრებოდა.
კომისიასა და საბჭოს შორის არსებული კონკურენცია დიდი ხანია წარმოადგენს პრობლემას, რაც გამოწვეულია ევროკავშირის ბიზანტიური სისტემისთვის დამახასიათებელი სტრუქტურული დაძაბულობით.
კომისია არის კავშირის აღმასრულებელი ორგანო, რომელსაც აქვს კანონპროექტის შეთავაზების შესაძლებლობა, რაც მის პრეზიდენტს ევროკავშირის თითქმის ყველა ინიციატივის ცენტრში აყენებს. მაგრამ საბჭო ის ადგილია, სადაც სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურები იკრიბებიან, რათა წინადადებები კანონად აქციონ. მიუხედავად ამისა, მისი პრეზიდენტი თამაშობს მაკოორდინირებლის როლს, არეგულირებს დებატებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის, ეს პოზიცია, სავარაუდოდ, უფრო ახლოს არის იმასთან, რაც გულისხმობს კავშირის რეალური ძალაუფლებას.
ორი თანამდებობის პასუხისმგებლობის სფეროების გადაფარვის შედეგები დაბნეულობას მატებს ძველ კითხვას, რომელიც ხშირად მიეწერება ჰენრი კისინჯერს – ვის ურეკავთ, როცა გინდათ ევროპაში დარეკვა? (ევროპარლამენტი თავისი პრეზიდენტით წარმოადგენს ძალაუფლების მესამე ცენტრს, მაგრამ ცოტა თუ შეეწინააღმდეგება იმის მტკიცებას, რომ ის წარმოადგენს დანარჩენი ორის უმცროსს ძმას).
პიროვნულმა კონფლიქტმა ამჟამინდელ მოქმედ ხელმძღვანელებს შორის უწყებათა შორის კონკურენცია სხვა დონეზე აიყვანა, აღნიშნა ევროკავშირის ბევრმა ოფიციალურმა პირმა, მათ შორის წინა ადმინისტრაციების დროს მომუშავე პირმა, როდესაც ჟან-კლოდ იუნკერი ხელმძღვანელობდა კომისიას, ხოლო დონალდ ტუსკი იყო საბჭოს პრეზიდენტი.
ფონ დერ ლაიენსა და მიშელს შორის შეხვედრები პრაქტიკულად არ იმართება, თუნდაც ევროსაბჭოს სამიტების წინ, რომელიც წარმოადგენს ფორუმს, სადაც ევროკავშირი აღწევს წარმატებებს კავშირის წინაშე არსებული მსხვილი სტრატეგიული და გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტაში.
“სხვა ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური პირები ხშირად იბნევიან, ვინ უნდა იყოს მათი თანამოსაუბრე. ორი დაწესებულების თანამშრომლები აცხადებენ, რომ კომისიასა და საბჭოს შორის არის კბილი კბილის წილ მიდგომა შეხვედრებზე მესამე მხარეებთან დასწრების საკითხთან დაკავშიეებით. გლობალური სასურსათო კრიზისის შესახებ გახანგრძლივებული დისკუსიების დროს გაეროს წარმომადგენლები გაოცდნენ, როდესაც ევროკავშირის მაღალი რანგის თანამშრომელი, რომელიც მანამდე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, მოულოდნელად გამოეთიშა შემდგომ შეხვედრებს.
”კავშირი სრულიად გაწყდა,” – აღნიშნა ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა”, – წერს გამოცემა.
“ფონ დერ ლეიენი დივანზე”.
როდესაც 2019 წელს ფონ დერ ლაიენი და მიშელი აირჩიეს ევროკავშირის ორი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის ხელმძღვანელად, მათ შექმნეს უჩვეულო ტანდემი. ფონ დერ ლაიენმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მთავრობის თავდაცვის მინისტრმა, თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი საშინაო პოლიტიკაში გაატარა; მიშელს, ბელგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრი ცნობილი პოლიტიკური ოჯახიდან, უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდა ევროკავშირში მოღვაწეობის, ვინაიდან იჯდა ევროპის საბჭოს მაგიდასთან როგორც თავისი ქვეყნის ლიდერი.
ორივეს გარკვეული ბიოგრაფიული მსგავსება ჰქონდა. ორივეს ოჯახს პოლიტიკაში ღრმა ფესვები ჰქონდა გადგმული. ფონ დერ ლეიენის მამა 1970-იან წლებში იყო ევროკავშირის საკონკურსო განყოფილების გენერალური დირექტორი და მოგვიანებით გერმანიის პოლიტიკაში სახელმწიფო დონის წარმატებული კარიერა გაიკეთა; მიშელის მამა იყო ბელგიის საგარეო საქმეთა კარგად ცნობილი მინისტრი, ევროკომისარი და ევროპარლამენტის წევრი
მაგრამ პიროვნულად ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებულნი არიან. ფონ დერ ლეიენი, ექიმი და შვიდი შვილის დედა, ანალიტიკური აზროვნების და საგულდაგულოდ კონტროლირებადია.
მიშელი რბილი, მაღალ-ყელიან სვიტერში გამოწყობილი ლიდერია, რომელიც პოეზიისკენ არის მიდრეკილი. გასულ წელს, როდესაც ის თავის დიდი ხნის პარტნიორზე დაქორწინდა, მან ევროკავშირის ლიდერების მეუღლეები მიიწვია სადილზე და ბრიტანელი მხატვრის დევიდ ჰოკნის ნამუშევრების გამოფენაზე ბრიუსელის სახვითი ხელოვნების Bozar ცენტრში.
ოფიციალური პირების თქმით, ურთიერთობა მშვიდად დაიწყო. ”იყო მცირე წინააღმდეგობები, მაგრამ არაფერი მოულოდნელი”, – თქვა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა. პირველ თვეებში საბჭოს სამდივნო ყოველ ორშაბათს გეგმავდა შუადღის ყოველკვირეულ შეხვედრას მიშელსა და ფონ დერ ლეიენს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები მალევე ჩაიშალა, მათ შორის ურთიერთობა მთლიანად არ გაწყვეტილა 2021 წლის აპრილამდე, მას შემდეგ, რაც ორი ლიდერი თურქეთში გაემგზავრა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრად.
კამერებმა დააფიქსირეს აღშფოთებული ფონ დერ ლაიენის რეაქცია, როდესაც მიშელმა სწრაფად დაიკავა ერთადერთი სავარძელი თურქეთის პრეზიდენტის გვერდით და მას დაუტოვა ადგილი დივანზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოპირდაპირედ. კომისიის პრეზიდენტმა, როგორც პირველმა ქალმა ამ თანამდებობაზე, მოგვიანებით განუცხადა ევროპარლამენტს, რომ ინციდენტის გამო “შეურაცხყობილად გრძნობს თავს”, რაც გენდერული თანასწორობის უგულებელყოფის შედეგია.
ინციდენტი, რომელსაც “Sofagate” უწოდეს, გლობალური სახე მიიღო, რასაც მოჰყვა ურთიერთბრალდებები (ზოგჯერ საჯარო), ურთიერთობებში ბზარის გაჩენა, რომელიც მას შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა.
აჟიოტაჟის პიკზე ფართო რეზონანსი მიიღო იმ ფაქტმა, რომ მიშელმა წყენას დაუმატა შეურაცხყოფა, როდესაც გააუქმა ფონ დერ ლეიენთან ორშაბათის რეგულარული ლანჩი აფრიკის სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო. დღეს საბჭოს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ფონ დერ ლაიენმა არაერთხელ გააუქმა ლანჩის შეხვედრები, სოფაგიტამდეც კი. ”რეალურად, შეხვედრები არასდროს ტარდებოდა ყოველკვირეულად.”
კომისიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი ხვდებიან “თითქმის” ყოველ კვირას სხვადასხვა ფორუმებზე დაგეგმილი ერთი-ერთზე შეხვედრების გაუქმების მიუხედავათ.
ამის საპირისპიროდ, ფონ დერ ლაიენის და მიშელის წინამორბედები იუნკერი და ტუსკი ერთმანეთს ხვდებოდნენ ყველაზე ხშირად და ჰქონდათ კარგი სამუშაო ურთიერთობა (რასაც ხელი შეუწყო წარსულის ნაცნობობამ პრემიერ მინისტრების რანგში) მიუხედავად უთანხმოებისა პოლიტიკური საკითხებში, როგორიცაა მიგრაცია.
რაც შეეხება “Sofagate-ს” მიშელი, როგორც ჩანს, ნელნელა სწავლობს შეცდომებზე.
2022 წლის თებერვალში, პრესაში ატეხილი აჟიოტაჟიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ის მდუმარედ იდგა განზე აფრიკელ ოფიციალურ პირებთან ხელის ჩამორთმევის ფოტოსესიის დროს, როდესაც უგანდას საგარეო საქმეთა მინისტრმა ფონ დერ ლაიენს ჩაუქროლა მიშელისთვის და შემდეგ კი ემანუელ მაკრონისთვის ხელის ჩამოსართმევად. (საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრთხილად მიანიშნა აფრიკელ მაღალჩინოსანს, რომ მას შესაძლოა, სურს კომისიის პრეზიდენტისთვის პატივის მიგება.)
“საზოგადოებრივი დაძაბულობა”.
“ორივე ორგანიზაციის ოფიციალური პირების თქმით, ურთიერთობების გაფუჭებამ გავლენა მოახდინა ევროკავშირის მუშაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ორი ლიდერი ერთმანეთის გვერდი გვერდ ჩნდება სამიტის შემდგომ პრესკონფერენციებზე, ლიდერებსა და მათ უახლოეს გარემოს შორის ყოველდღიურ საკითხებზე დიალოგი თითქმის არ არსებობს.
იუნკერ-ტუსკის წლებში საბჭოსა და კომისიის ლიდერები ევრო სამიტების წინ რეგულარულად ხვდებოდნენ ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროზონის ფინანსთა მინისტრების არაფორმალური ორგანოს, ევროჯგუფის პრეზიდენტებს. თუმცა, 2019 წლიდან შეხვედრები არ შემდგარა – მიუხედავად იმისა, რომ კავშირის ეკონომიკური სირთულეები გაძლიერდა.
საბჭოს თანამშრომლები იძულებულნი არიან “ჟურნალისტებივით სდიონ ინფორმაციას”, – თქვა კავშირის შტაბ-ბინის ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დაიჩივლა, რომ კომისია არ აწვდის მიშელს ინფორმაციას დაგეგმილი წინადადებების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივებს საბოლოოდ დასჭირდება იმ ეროვნული მთავრობების მხარდაჭერა, ვისთანაც ის მუშაობს.
მიშელის კაბინეტი ზოგადათ ღებულობს ინფორმაციას კომისიის წინადადებების შესახებ მთავარი კოორდინატორთან ან წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად. ”ეს არის მუდმივი ბრძოლა იმისთვის, რომ ორივე მხარემ გაიზიაროს ინფორმაცია,” – თქვა საბჭოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
(კომისიის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ კომისიის პრეროგატივაა კანონპროექტის შეთავაზება საბჭოს თანხმობის გარეშე.)
ურთიერთობების გაფუჭებამ აიძულა ზოგიერთი ევროკომისარი, მიმართოს უშუალოდ საბჭოს თანამშრომლებს, რათა მათ საქმეს ან პორტფელს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს საბჭოს დასკვნებში, ოფიციალურ დოკუმენტებში, რომლებიც ასახავენ ეროვნული ლიდერების მიერ ევროკავშირის სამიტებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.
ვინაიდან კერძო არხები არ იყო გამოყენებული, დაძაბულობა გადმოიფრქვა საჯარო არხებზე, განსაკუთრებით ენერგეტიკული კრიზისის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით. ამ კვირაში POLITICO-ს მიერ მოპოვებულ წერილში მიშელმა ფონ დერ ლეიენს უსაყვედურა იმის გამო, რომ ის არ გამოვიდა წინადადებით ბუნებრივ აირზე ფასის შეზღუდვის შესახებ, მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ლიდერებმა ამის შესახებ მოითხოვეს ოქტომბრის სამიტზე.
უნდობლობა გავრცელდა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
ერთხელ, “COVID-ის” პანდემიის დროს, როდესაც ფონ დერ ლაიენის შტაბის უფროსს, ბიორნ ზაიბერტს და ევროკომისარს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი დონის კოლეგასთან საუბარი სურდათ, დელეგაციამ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე საბჭოს შენობის გამოყენების ნაცვლად, გადაწყვიტა ბრიუსელის გარეუბანში არსებული ნატოს შტაბ-ბინის უსაფრთხო ზონით ესარგებლა.
კომისიამ მხოლოდ წელს მიიღო საკუთარი უსაფრთხო ოთახი შეერთებულ შტატებში ზარების განსახორციელებლად”,- წერს ავტორი.
“ორივეა პასუხისმგებელი”.
“ორ ლიდერს შორის დაპირისპირებაში ფონ დერ ლაიენმა მოიპოვა უპირატესობა. მიუხედავად იმისა, რომ მიშელი ოფიციალურად წარმოადგენს ევროკავშირს საგარეო ღონისძიებებზე, კომისიის პრეზიდენტი გახდა ევროკავშირის ყველაზე ცნობილი ლიდერი, განსაკუთრებით ვაშინგტონთან ურთიერთობის საკითხში.
უკრაინაზე რუსეთის ფართომაშტაბიანი თავდასხმის შემდეგ აშშ. პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დაამყარა მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა ფონ დერ ლაიენის გუნდთან და მჭიდროდ თანამშრომლობს მასთან განსაკუთრებით სანქციების სფეროში.
მიშელი პირიქით იბრძვის, გადალახოს წინააღმდეგობები. მარტში ბრიუსელში ვიზიტისას, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო პროტოკოლის მიხედვით უნდა შეხვედროდა საბჭოს პრეზიდენტს. მაგრამ კანადის დელეგაციამ დაჟინებით მოითხოვა ფონ დერ ლეიენთანაც შეხვედრა, რაც ადასტურებს ფონ დერ ლეიენის საერთაშორისო ავტორიტეტს.
”გულწრფელად რომ გითხრათ, მიშელი იმედგაცრუებულია, ხოლო ფონ დერ ლაიენმა თავის თანამდებობაზე ყოფნისას ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა,” – განაცხადა კომისიის ერთ-ერთმა ძველმა თანამშრომელმა.
მაგრამ როდესაც საქმე ეხება ურთიერთობების გაფუჭებას, ოფიციალური პირები ზოგადად თანხმდებიან, რომ ორივე ლიდერი არის დამნაშავე; მიშელი – ინციდენტების, როგორიცაა “Sofagate” არასწორად დარეგულირებაში და ფონ დერ ლაიენი მჭიდრო კონტროლის შენარჩუნების ფასად თანამშრომლობის გაფუჭების საკითხში
გულახდილათ რომ ვთქვათ, ორივე პასუხისმგებელია,” – აღნიშნა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
“წარსულშიც გქონდა დაძაბულობა, მაგრამ საბოლოოდ ეს ყოველთვის პიროვნებების დონეზე რჩებოდა. მათი წინამორბედები მიხვდნენ, რომ ორივეს ინტერესებში იყო სტაბილური სამუშაო ურთიერთობის ჩამოყალიბება.”
ევროკავშირის კიდევ ერთმა ძველმა თანამშრომელმა აღნიშნა, რომ უწყებათა შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ასეთი სუსტი.
”აზრი არ აქვს ევროკომისიის ხელმძღვანელისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შორის ბრძოლას,” – თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
”კრიზისის პერიოდში ევროკავშირი უნდა გაერთიანდეს”, – დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
“დიახ, სტრუქტურულად ეს ორი ინსტიტუტი კონფლიქტში იმყოფება. ზოგჯერ არ არის შრომის მკაფიო დაყოფა. მაგრამ ჩვენ გვჭირდება მოზრდილები კაბინეტში”, – აღნიშნულია სტატიაში.