„ევროკავშირში რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარზე ვერ შეთანხმდნენ“, – ნფორმაციას გამოცემა „ პოლიტიკო“ ოთხ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, 23 ნოემბერს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას გვიან ღამემდე, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ ფასის ზედა ზღვარზე, რომლითაც რუსული ნავთობით იქნება შესაძლებელი ვაჭრობა.
მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება.
“ფასია პრობლემა”, – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა „პოლიტიკო-სთან“.
ევროკომისია რუსული ნავთობის ერთ ბარელზე $65-დან $70-მდე ზედა ზღვრის დაწესების იდეით გამოვიდა, რაც ახლოსაა G7-ის ქვეყნების დიაპაზონთან. „პოლიტიკო-ს ცნობით, ქვეყნების უმრავლესობა ამ ფასს დათანხმდა, გარდა პოლონეთისა, რომელიც გაცილებით დაბალ ზღვარს, ერთ ბარელზე $30-ს მოითხოვდა.