“უკვე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკოსებმა ახალგაზრდები თავისი ინტერესებისთვის გამოგვიყენეს – ახალგაზრდების სურვილი, ვიყოთ დიდი ევროპული ოჯახის წევრები!” – ასე ეხმაურება სტუდენტი მარიამ ბოლოთაშვილი კანადელი ლიბერალების მიერ გავლენის რეესტრის შექმნას, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს.
“ანუ რა გამოდის? კანადელებიც რუსულ კანონს იღებენ?
ჩემი არჩევანი ყოველთვის ევროპა იყო, ამიტომ ყველა ბოლო აქციაზე ვიდექი.
ვიდექი ევროპისთვის და მეგონა, რომ ჩემ ევროპულ მომავალს საფრთხე ექმნებოდა ამ კანონით!
ეხლა წავიკითხე ინფორმაცია, რომ კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის გამჭირვალობის რეესტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს. კანადელი ლიბერალები ადამიანების უფლებებს არ იცავენ? რისთვის ვიდექით ჩვენ რუსთაველზე რას ვაპროტესტებდით?
უკვე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკოსებმა ახალგაზრდები თავისი ინტერესებისთვის გამოგვიყენეს – ახალგაზრდების სურვილი, ვიყოთ დიდი ევროპული ოჯახის წევრები!” – წერს ბოლოთაშვილი.