„ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ახლა, ალბათ, საფლავში ტრიალებენ… რა მოწიეთ ერთად და, თან – ამდენი?! ქართულ სახელმწიფოს ისევ დასცინიან “სტრატეგია-აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარეები და ამ ხალხის იდეური თანამოაზრენი, რომლებიც ქართულ სახელმწიფოსთან საბრძოლველად, წინა ხაზის “წინა” ხაზზე, ეროვნულ- განმათავისუფლებელი მისიით გამოვიდნენ“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

“გიორგი ვაშაძე: “უპრეცედენტო დღეა… პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ეროვნული მოძრაობის წევრები… უზენაესი საბჭოს წევრები… ექსპერტული წრეები… ერთად ვდგავართ… ცივილიზაციური სამყაროს მხარეს… ესაა ხალხის არჩევანი… სწორედ ამ არჩევანს ცდილობს, გადახედოს მოქმედმა ხელისუფლებამ… ისინი გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან… ჩვენ ამას ვერ შევეგუებით…“

აკია ბარბაქაძის განცხადებით, “იწყებენ ეროვნულ- განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც დასრულდება დეოკუპაციით. საქართველოში მოხდება გათავისუფლება კოლაბორაციონიზმისაგან, ხოლო მიტაცებული მოძრაობა დაუბრუნდება ხალხს”.
აცხადებს, რომ დგანან ერთად, იბრძოლებენ ერთად, ბოლომდე…

ამ წრიდან აქ, ამ “დიადი მიზნით” გამოსული თითოეული ადამიანი პოლიტიკური ლუზერობის და მოღალატის მკაფიო მაგალითია. ის პოლიტიკური საჩუქარი (საარჩევნო დაბალი ბარიერი) და მხოლოდ ამით მოპოვებული ძალაუფლება მათი მხრიდან მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივ იდეას ხმარდება.

ფულით ნაყიდი მათი ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და ყველა ერთად, მოცემულობით რადიკალური ოპოზიცია ბნელ კასრშია და ერთმანეთს ხელის ცეცებით ცნობენ, ამიტომ ბოლო ხმაზე კივიან!

ამ ხალხის მიერ სახელმწიფოებრივ იდეაზე საუბარი საზოგადოების დაცინვაა.
პოლიტიკური მეორედ მოსვლაა, სახელმწიფოებრივ საქმეებზე საუბრისას გვერდით დაიყენო რუსული სახელმწიფოს აგენტი საქართველოში ლიაკა ხოშტარია.
აღარაფერს ვამბობ ჯაფარიძეზე, რომელმაც კაიფს გემო გაუგო და ახლა სახელმწიფობანას თამაშით კაიფობს.

მინაწერი: შესასწავლია ამ ხალხის პოლიტფსიქოლოგიური სინდრომი, სახელმწიფოებრივი იდეით სახელმწოფოსავე ღალატი.

ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას შემდეგ ეს ხალხი, ამ “დიდი” იდეით, უბრალოდ, აქამდე არსებული ყველანაირი კანონზომიერების დარღვევაა.

ჯაფარ, როცა გამოფხიზლდებით, სტატუსით მოიწერეთ – “რაღაც აგვერია… Sorry… ” – აღნიშნავს მეგრელიშვილი.

გაზიარება