„მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში, ქართულ საზოგადოებაში და მედიაშიც ერთ-ერთი მთავარი თემა ლონდონში კურტ ვოლკერისა და დავით კეზერაშვილის ფარული შეხვედრა იყო, “ამერიკის ხმამ” აღნიშნული საკითხი საერთოდ არ გააშუქა“, – აცხადებს პოლიტიკური ორგანიზაცია „სინამდვილეში“.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ეს არ არის “ამერიკის ხმის” მიერ შერჩევითი გაშუქების პირველი შემთხვევა, რაც მედიამანიპულაციის ერთ-ერთი ფორმის – ცენზურის ნათელი გამოხატულებაა.

აღსანიშნავია, რომ “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის უფროსი რედაქტორი ია მეურმიშვილი კურტ ვოლკერის მეუღლეა. დავით კეზერაშვილს, რომელიც მიმალვაშია, ქართული ჯარის კუთვნილი 5 მილიონი ევროს მითვისებისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მის ოლიგარქიულ გავლენებზე ქართულ პარტიებზე, მედიასა და “ენჯეოებზე” ოპოზიციაც აქტიურად ლაპარაკობს.

გაზიარება