ექსპერტი ამირან სალუქვაძე გადაცემა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს მიერ უკრანისგან შეძენილი შეიარაღება მეტწილად ტექნიკურად გაუმართავი გამოდგა.
„შევისყიდეთ შეიარაღების მთელი სპექტრი, დაწყებული საბრძოლო მასალებიდან, დამთავრებული როგორც სახმელეთო ჯარების, ასევე საჰაერო თავდაცვის ტექნიკით. იქ არის საავიაციო ტექნიკა, საჰაერო თავდაცვის, ტანკები, საბრძოლო მანქანები და ა.შ.
ომამდე იყო სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა, სამხედრო ვაჭრობა, ასე დავარქვათ, ჩვენ ვყიდულობდით იარაღს და ომის შემდეგ ამას მოყვა უარყოფითი რეაქცია. თავად რატომ არ შედიან ჩვენ მდგომარეობაში, ჩვენ შევედით მაშინ მათ მდგომარეობაში.
ჩამოსვლისთანავე პორტიდან სამხედრო ნაწილამდე ვერ მივიდა ტექნიკა, ეს უკვე მეტყველებს საკმაოდ ზედაპირულ და ზერელე დამოკიდებულებაზე.
ორფოლოს პოლიგონზე როცა ძალიან დიდი რაოდენობით ტექნიკა დადგა პირდაპირ, იქ არის ჩამოთვლილი ტექნიკა, რომელთა ნაწილი საქართველოში საერთოდ არ შემოსულა”, – ამბობს ამირან სალუქვაძე „ქრონიკის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში.
სიუჟეტში აღნიშნულია, რომ შეიარაღების შესაძენად საქართველო-უკრაინას შორის ხელშეკრულებები 2008 წლის აგვისტოს ომამდე ფორმდებოდა და არა ომის დროს, ან მას შემდეგ.