“ვულოცავ ანუკი რობაქიძეს და თენეოს მთელს გუნდს PITCH-ში გამარჯვებას! მჯერა, რომ ეს დიდი გამარჯვება მეტ სტიმულს მისცემს სამეწარმეო სულისკვეთებისა და ინოვაციური იდეების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში”, – ასე მიულოცა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ახალგაზრდა სტარტაპერებს “PITCH-ის” სტარტაპკონკურსში გამარჯვებას.

ქართველი სტარტაპერების კიდევ ერთი დიდი წარმატება! Theneo – ხელოვნურ იტელექტზე დაფუძნებული ვებპლათფორმა – ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპკონკურსის – “PITCH-ის” გამარჯვებულია.

კონკურსი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციის- Web Summit-ის ფარგლებში ჩატარდა.

ეს მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სტარტაპები ძალიან კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზე.

პროექტის განხორციელება სახელმწიფოს თანადგომით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით გახდა შესაძლებელი.

მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობისაკენ. ჩვენ კლავაც გავაგრძელებთ ნიჭიერი ახალგაზრდების ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას”, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

გაზიარება