პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს.
კოტროჩენის სასახლეში ამ წუთებში ევრო კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა მიმდინარეობს.
ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ხელს მოაწერს შეთანხმებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე.
ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრებიან ევრო კომისიის პრეზიდენტი და რუმინეთის პრეზიდენტი. პრემიერ მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაში „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“.