“დღეს დიდი მხატვრის მშობლიურ მირზაანთან ერთად მთელი საქართველო აღნიშნავს ფიროსმანობას”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

მთავრობის მეთაურის თქმით, დიდი მხატვრის უნიკალური მემკვიდრეობა მუდამ დარჩება საქართველოს, როგორც ნიჭიერი და შემოქმედი ხალხის სამშობლოს, სავიზიტო ბარათად.

„ნიკო ფიროსმანის უკვდავი შემოქმედება ქართული სულის, ჩვენი ხალხის თვითმყოფადობის ყველაზე მკაფიო გამოხატულება და, ამავე დროს, კაცობრიობის კულტურული საგანძურის ფასდაუდებელი მონაპოვარია.
დიდი მხატვრის უნიკალური მემკვიდრეობა მუდამ დარჩება საქართველოს, როგორც ნიჭიერი და შემოქმედი ხალხის სამშობლოს, სავიზიტო ბარათად”, – აღნიშნავს პრემიერი.

გაზიარება