პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან – ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოეხმაურა

“ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მიზნით ჩვენი ძალისხმევის გააქტიურების ფონზე ჩვენ შორის არსებული მტკიცე კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება”, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

გაზიარება