საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი ენათმეცნიერის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

მან თავისი განსაკუთრებული კვალი დატოვა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე საკუთარი ხელმოწერით მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში.

ნოდარ ნათაძე იყო ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა საკუთარი პრინციპების ერთგული, რითაც მრავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემი იქნება. თანავუგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

გაზიარება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *