17 ოქტომბერი ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა. ეს დღე საქართველოში მეცხრედ აღინიშნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
პრემიერი: „მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე – ვეტერანის დღე და ყველა ვეტერანს, ჩვენი მთავრობის სახელით, გითხრათ მადლობა, თქვენი ღირსეული და ერთგული მსახურებისთვის, ჩვენი სამშობლოს დაცვისთვის, ჩვენი ტერიტორიების დაცვისთვის, ყველაფრისთვის, რაც თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეთ… არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, არამედ მსოფლიოში მშვიდობის დაცვისთვისაც“.