“პროკურატურა, მედია, პარლამენტი და მთლიანად სახელმწიფო აქტიურად უნდა დაინტერესდეს საავტორო უფლებებით და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროს”, – განაცხადა მუსიკოსმა დათო ევგენიძემ გამოცემა “პრაიმ ტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ავტორები ვიქეცით გიგა კობალაძის მონებად. ამას მოჰყვა ისეთი ტიპის კრიმინალური ხასიათის მაქინაციები, რაც ამ ცოტა ხნის წინ გახდა ნათელი შესაბამისი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად (ვგულისხმობ „იმედის კვირის“ რეპორტაჟს), რაც, წესით, პროკურატურის ინტერესის საგანი უნდა გამხდარიყო, მაგრამ არც პროკურატურის მხრიდან მოჰყვა ამ თემას რეაგირება და არც ოპონენტებისგან”, – აღნიშნა ევგენიძემ.

გაზიარება