ექსპერტი ირაკლი ლატარია ამერიკის ელჩის – კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

“თურმე კრამერი ზრუნავს საქართველოზე და ბიძინა – არა.
ქალბატონო კელი, ახლა აღარ არის ბატონი ბიძინა ფილანტროპი? ახლა ზრუნავს მასზე მეტად ვინმე საქართველოზე? ახლა აღარ გახსოვთ ივანიშვილის 3 მილიარდ დოლარზე მეტის ქველმოქმედება? ეს და კიდევ რამდენი რამის ჩამოთვლა შეგვიძლია, მაგრამ კრამერი რომ ზრუნავს და ივანიშვილი – არა, ეს ძააალიან დაბალი ხარისხის ანეკდოტია”, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ლატარია.

გაზიარება