„ასეთი “უწყინარი” გადაცდომების გამო, ქართული მეხუთე კოლონისა და ომის პარტიის სიტუაციური მეკავშირე, “ანტიპუნისტური დოჟდი” დღეს უკვე EU-ის რუსეთუმულ ნაწილშიც იდევნება – ისევე, როგორც საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ქვეყანაში არ შემოუშვა მიმდინარე წლის 6 მარტს “დოჟდის” ჟურნალისტი მიშა ფიშმანი. იცოდა, რომ შემოსაშვები არ იყო. იცოდა, რომ სადაც შემოუშვეს, იქიდან გამოსაშვები გახდებოდა“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

„არ ვიგინები ხოლმე ღია ტექსტით, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ “დაგინებულია”: დღეს თბილისში ლატვიის საელჩოს სამგლოვიარო ლენტებით არშემკობი ნაცსექტანტის – ყველას *! რამეთუ გუშინ EU-ის რუსეთუმე წევრ ლატვიაში პუტინის რეჟიმთან მებრძოლი ყველაზე შეუპოვარი, პრინციპული და დემოკრატიული ტელეარხი “დოჟდი” მოკლეს!!!

ლატვიაში გუშინ “დოჟდს” მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერეს!!! რისთვის??? მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპაში, უსაფრთხო გარემოში გადაბარგებული “დოჟდის” შრომითი კოლექტივი დღემდე აცხადებს, რომ ყირიმი მაინც რუსეთის შემადგენლობაშია, ტელეარხი აგრძელებს აგრესორი ჯარისკაცებისთვის ლოგისტიკური დახმარების აღმოჩენას და ეჭვქვეშ აყენებს ლატვიის ხელისუფლების საბჭოთა დროინდელი ძეგლების დემონტაჟის პოლიტიკას.

ოოო!!! რა პროტესტი გამოიწვია ამან მაშინ ჩვენი მეხუთე კოლონის წარმომადგენლებში! აი, არანაკლები შფოთი და აღშფოთება მენახოს დღეს ლატვიის საელჩოსთან! ამ პრინციპული რეაგირების ფასი, დაგინების სახით, დიდია! ასე რომ, თქვენი გადასაწყვეტია, მიიწერთ თუ არა მალამოსავით ამ გინებას უკვე მერამდენედ. თუმცა, როგორც დასავლეთის სპეციალისტები გვასწავლიან:” – აღნიშნავს ქართველიშვილი.

გაზიარება