„ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც უზრუნველყოფს ევროპაში გაერთიანებას, მაგრამ, ამავე დროს, მთელი კვირის განმავლობაში ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი მედიასაშუალება არ ლაპარაკობდა კანონის შინაარსზე, კანონის მიზნებზე და მხოლოდ და მხოლოდ ცდილობდა, დაებრენდა ეს კანონი როგორც რუსული კანონი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

„ბევრი წელია, „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშულებების პირობებში გვიწევს დეზინფორმაციასთან ბრძოლა და დეზინფორმაციულ გარემოში ცხოვრება. ეს არის ობიექტური რეალობა. ყოველ ჯერზე, ნებისმიერ აქტუალურ საკითხთან მიმართებით ჩვენ ვიღებთ “ფეიკ” კანპანიებს, ვიღებთ „ქართული ოცნების“ სტიგმატიზებას. ჩვენ ვიღებთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ეს არის სამწუხარო რეალობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ქართული საზოგადება ბრძენია. დარწმუნებული ვარ, შემდგომი პერიოდის განმავლობაში, როგორც კი გვექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად განვუმარტოთ ჩვენს საზოგადოებას ამ კანონის მიზნები, შინაარსი და, რა თქმა უნდა, საბოლოო სახე, რომელსაც ის მიიღებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, იქნება აბსულუტურად გასაგები და მისაღები“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

გაზიარება