,,მე ნაწილობრივ შეზღუდული ვარ უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე, მაგრამ საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღების პარტია. ანუ, ეს რას ნიშნავს – 10,000 კაცი და ოჯახი მარტო ამ ფორმით დააყაჩაღეს. ჩემს გარშემოც არის უამრავი ასეთი ფაქტი, რომ უბრალოდ კერძო სუბიექტებზე გადააფორმებინეს უამრავი ქონება და ზოგს ერთ ლარიანი ქონება მილიონად აყიდინეს. ანუ ბევრი ფორმა ქონდათ მათ ყაჩაღობის და ადამიანების რეკეტის. ისინი აყაჩაღებდნენ ქართველებს, საქართველოს მოსახლეობას,’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  ,,რუსთავი 2’’ ეთერში.

მისივე თქმით, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწია საქართველოში ხელისუფლების დათმობა და აღარ ქონდათ შესაძლებლობა ქართველების დაყაჩაღების, ამის შემდეგ, ისინი ევროპელების ძარცვაზე გადავიდნენ.

,, დღეს, სწორედ ამ ნაძარცვი, სისხლიანი ფულის დაბანდება ხდება ქართულ პოლიტიკაში.„ქოლცენტრი“ შეიძლება ბევრმა არც იცის რა არის. „ქოლცენტრი“ არის იმაზე არანაკლებ მძიმე დანაშაული, რაც მე ვახსენე, რასაც საქართველოში აკეთებდნენ. პირდაპირ ხდება პენსიონერების დაყაჩაღება და მილიონობით თანხა იქაჩება, სწორედ ასეთი მახინჯი გზით.

ეს უბრალოდ სირცხვილია, როდესაც ასეთ ადამიანებს საქართველოში აქვთ ამბიცია, რომ პოლიტიკურ პროცესებზე ქონდეთ გავლენა, ეს ხომ ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა. როგორ შეიძლება კეზერაშვილს რაიმე საერთო ქონდეს საქართველოში პოლიტიკასთან, ან ცისკარიშვილს, ან სააკაშვილს,’’ – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება