„ქართული ოცნების“ თბილისის ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში, სახელოვნებო წრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე რაიონში მცხოვრები ის ხელოვანი ქალები დააჯილდოვეს, რომლებსაც თავის სფეროში მოღვაწეობის ხანგრძლივი და განსაკუთრებული გამოცდილება გააჩნიათ. შეხვედრის მიზანი მათი შემოქმედების კიდევ ერთხელ წარმოჩენა და საქმიანობის დაფასება იყო.

“კულტურის განვითარებასა და მის წარმომადგენლებზე ზრუნვა ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და საბჭო ამ მიმართულებით მომავალშიც გააგრძელებს აქტივობებს”- განაცხადა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის თბილისის საბჭოს თავმჯდომარე რიმა ბერაძემ.

ღონისძიებას ქალთა ორგანიზაციის საბჭოს წევრებთან ერთად, პარლამენტის ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ვოლსკი და რაიონის მოსახლეობა ესწრებოდა.

გაზიარება