“ყოჩაღ! ინტელექტის დეფიციტის აღმოფხვრის კრეატიული გზა იპოვეს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი „გირჩი – მეტი თავისუფლების“ გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოში ხელოვნური ინტელექტის დამატებასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის: „გირჩი – მეტი თავისუფლების” პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, წესდებით განსაზღვრულ პოლიტსაბჭოს 9 წევრს დაამატოს ხელოვნური ინტელექტი ChatGPT-ს სახით.
„ხელოვნური ინტელექტის სულ უფრო მზარდი გამოყენება გარდაუვალია ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. რატომ არა პოლიტიკაშიც?” – აცხადებენ პარტიაში.