„ყოველთვის ვინარჩუნებ უშუალო კავშირს პუტინთან. იზოლაცია ყველაზე ცუდი რამ არის, განსაკუთრებით – ასეთი ლიდერისთვის“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „CBS-თან“ ინტერვიუში.

მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ და აშშ-მა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ომის დასრულების სამხედრო ვარიანტს ვერ ხედავს. მისი შეფასებით, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა ომის დანაშაულია.

„გასაგებია, რომ რუსეთმა და, განსაკუთრებით, პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტეს, იარაღად გამოიყენონ სულ მცირე ენერგია და საკვები, რამაც შექმნა ბევრი დეფიციტი, არასტაბილურობა და ინფლაცია. ვფიქრობ, მისი ფსონი არის დამღლელი ომი და დამღლელი სანქციები.
მნიშვნელოვანია გზავნილის გავრცელება, რომ ეს უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ. გამოსავლის პოვნის ერთადერთი გზა მოლაპარაკება იქნება“, – თქვა ემანუელ მაკრონმა.

გაზიარება