საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის – სერგეი ლავროვისთვის “ალტ-ინფოს“ მიერ დასმულ კითხვას გამოეხმაურა.

„ჩვენი საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა, ან რა კითხვას დასვამს მოსკოვში „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, ან რა პასუხს გასცემს მას ამ კითხვაზე ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება და ჩვენც ყურადღებით დავაკვირდებით, ვინ როგორ გამოიყენებს და განავრცობს ამ თემას – როგორც კითხვის დასმას, ისე მასზე პასუხის გაცემას და რა ხანგრძლივობის სიუჟეტებს მიუძღვნიან ამას.
ვფიქრობ, რომ ესეც ერთგვარი ლუსტრაცია იქნება იმის, რომ ძალიან ხშირად ხდება, როდესაც ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ტექნოლოგიას საქართველოს წინააღმდეგ სინქრონულად იყენებენ ხოლმე, ერთი მხრივ, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და მერე – რადიკალური ოპოზიცია და “ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

გაზიარება