„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ევროსაბჭოს სპიკერი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი „ტვიტერში“ ეხმაურება.

“ყურადღებით ვადევნებ თვალყურს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მოგიწოდებთ ძალადობის შეწყვეტისკენ და ევროპის საბჭოს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სტანდარტების პატივისცემისკენ. პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს“, – წერს ბურიჩი.

გაზიარება