„შესაძლოა, ჩვენი “ლოკალური ომის პარტიის” მიერ საკუთარი არა – ჩვენი (!) სამშობლოს წინააღმდეგ „CNN-ის“ ჩართვა, სამართლებრივი პასუხისგების საკითხის წამოწევის თვალსაზრისით, პროცედურულად გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდეს, მაგრამ ყველა ადგილობრივ “ფეიკ” მედია რესურსს, რომელიც სახელმწიფოს ამ დამაზიანებელი ცილისწამების ტირაჟირებითა და გავრცელებით დაკავდება, ყველას უნდა ვაგებინოთ პასუხი!“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

„ბევრი გვიფიქრია, საქართველოს წინააღმდეგ უკვე, ფაქტობრივად, ღიად წარმოებული ჰიბრიდული ომის ამ კომპონენტს – დეზინფორმაციას, ცილისწამებას, სიცრუეს – როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ. მხოლოდ მხილება, უტყუარი ფაქტებით აპელირება საკმარისი არაა.
აუცილებლად მოხდება ჩვენი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება იმ მიმართულებით, რომ სახელმწიფოს, მისი ინსტიტუტების დისკრედიტაცია, მათთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება, როგორც მინიმუმ, ძვირად ღირებული ფუფუნება უნდა გახდეს, როგორც მაქსიმუმ – სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის საგანი“, – წერს ქართველიშვილი.

გაზიარება