საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს.

„მთავარი არხი“, ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი სხვა მედიასაშუალებები, საქართველოში სიცრუისა და რადიკალიზმის მთავარი წყაროა. სიცრუე და რადიკალიზმი კი არის ერთადერთი იარაღი, რომლის გამოყენებითაც საელჩომ „ქართული ოცნება“ აგენტურით შეიძლება ჩაანაცვლოს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ამ რესურსს ისინი განსაკუთრებულად უფრთხილდებიან და მფარველობენ. ყველა ვხედავთ, რომ „მთავარი“, „ტვ პირველი“ და სრულიად ურეიტინგო „ფორმულაც“ კი, ელჩის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობენ და ის თითქმის ექსკლუზიურად მხოლოდ ამ ტელევიზიებს სტუმრობს. მეტ-ნაკლებად ობიექტური მედიაგაშუქებისა და რადიკალიზაციის შემცირების პირობებში, „ქართული ოცნება“ ისე გამაგრდება, რომ საქართველოში აგენტოკრატიის დამყარების „ამერიკული ოცნება“ შეიძლება ბოლომდე აუხდენელი დარჩეს. ბუნებრივია, საელჩოს ამის დაშვებაც არ უნდა და ისინი ფიქრობენ, რომ გვარამიას შეწყალებით სიცრუესა და რადიკალიზმს ახალ სტიმულს მისცემენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება