„რადიკალური ოპოზიციისთვის ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები არიან კუბილიუსი, ფოტიგა და ა.შ. რეალურად, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არაფერს წყვეტენ. არიან რიგითი პარლამენტარები“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„რაც შეეხება ოლივერ ვარჰეის, ის არის მინისტრი, ევროკომისარი, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზეა პასუხისმგებელი.
რომ დავაკვირდეთ, ოპოზიციას აღიზიანებს ვარჰეის დადებითი გზავნილები, რომელიც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ აღელდებიან ისინი, როდესაც საქართველოს რეალურად მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ყველაფრიდან ჩანს, რომ მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი, მიზანი – რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ისინი ამაში ხედავენ საკუთარ შანსს, რომ დაიბრუნონ ძალაუფლება, რაც არ მოხდება“, – აღნიშნა კობახიძემ.

გაზიარება