„წითელი ინტელიგენცია“… ლიბერალური ფაშიზმის უპრეცედენტო გამოვლინებაა, რასაც ახლა პოლიტიკური, არასამთავრობო, საზოგადოებრივი ჯგუფები, ე.წ. „პენ კლუბები“ და ცალკეული პერსონები ახორციელებენ. ერთადერთი რამ, რაც აკლია სრულყოფილ „რიტუალურ“ დასასრულს, ფაშისტების ხელისუფლებაში ყოფნა და არასასურველი ხალხის დახვრეტა-გადასახლება იქნება”, – წერსსაზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკზე”.
„1970 წლების ბოლოს, „ხალხის მტრის“ სტატუსით გააძევეს ზვიად გამსახურდია მწერალთა კავშირიდან.
ჰოდა, ერთი საუკუნის შემდეგ, ლიბერალიზმის სახელით, ჰუმანიზმსა და ადამიანის უფლებებს ამოფარებული საზოგადოებრივი ჯგუფები ითხოვენ ანალოგიური მეთოდებით, მათგან განსხვავებული ხალხის დასჯას, საზოგადოებიდან მოკვეთას.
ბრალდებაც კი იგივე აქვთ 100 წლის შემდეგ – საზოგადოებისათვის საშიში და მოღალატე ხალხი (ნუ მთლად „ხალხის მტერს“ არ კადრულობენ).
ამიტომ, ყველა უფლებადამცველსა თუ პოლიტიკოსს, მწერალსა თუ მხატვარს, ჟურნალისტსა თუ აქტივისტს, ვინც მისგან განსხვავებულ აზრსა და მიუღებელ პერსონის „მარკირებას“ ცდილობს, უნდა დაერქვას სახელი:
„წითელი ინტელიგენცია“ – ბოლშევიკური სულისკვეთებითა და ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებით!
ყოფილი სახალხო დამცველი, ანტისამთავრობო „NGO-ები“, პენ-კლუბები, რადიკალი პოლიტიკოსები არიან ფაშისტები!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.