საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქრისტეს შობას ულოცავს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს დღეს აღნიშნავენ.
„ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს, მინდა, მივულოცო ეს დღე როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ყველაზე მნიშვნელოვანს – მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ, ვისთვისაც 25 დეკემბერი სიყვარულის, სიხარულისა და იმედის დღესასწაულია“, – აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.
25 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია ქრისტეშობას ზეიმობს.