25 დეკემბერს, ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობის დღესასწაულს ზეიმობს.
შობის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოშიც.
ქრისტეშობის დღესასწაული იზეიმეს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში. სადღესასწაულო წირვა ეპისკოპოსმა როლფ სბარაისმა ჩაატარა. თბილისის კონსერვატორიის პედაგოგებმა შვიდი საშობაო სიმღერა შეასრულეს.
შობის დღესასწაული აღნიშნეს საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაშიც.
მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს.