„იქით ნონა მამულაშვილი გაიძახის – რევოლუციაო, აქეთ – “ქურქუმალ-ხაბემ”, – ივანიშვილი არჩევნებს სულ მოგვიგებს, ამიტომ რადიკალური პროცესებით უნდა მოვახდინოთ ხელისუფლების ცვლილებაო… ანუ რევოლუციური გადატრიალებისთვის ემზადებით?“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

მისივე თქმით, ხაბეიშვილი დიდ სივრცეებს ერიდება, რადგან საკუთარი ფეხის ხმა აფრთხობს.

„ჯერ ოფისში გადატრიალდით და, თუ ერთმანეთის ცემა-ტყეპაში ძვლები დაგრჩებათ მთელი, მერე გამოდით ქუჩაში და გადმობრუნებაში მოგეხმარებით))))

ჰო, ლევან, სახე დაიცავი, ემანდ კეზერას ღიმილი არ დაიხატოს მელიამ მუშტზე)))))

ხაბეიშვილის შევარდნა ხომ გახსოვთ მერიაში? გარეთ რომ ყელყელაობდა და შიგნით ასულიერებდნენ ამ საცოდავს… ამიტომ ჯობს, შეიპაროს.

გიული ამოიიღლიავებს “შუბის” შიგნიდან და შეაპარებს, მაგრამ მერე გამოსვლაა საქმე…

მოდი, ლევან, ისევ მელიას შეუვარდი არჩევნებზე, თორემ რაიმე შარს გადაეყრები და ეგ კეზერას ნაყიდი ღიმილი, ვატყობ, სადმე ჩამოგეშლება)))“ – აღნიშნავს ქადაგიძე.

გაზიარება