„ორგანიზაცია „ემპათია“ პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მისი ხელმძღვანელი ამას არასდროს მალავდა, აქედან გამომდინარე, სანდოობა არის ნულის ტოლი. ჩვეულებრივად, მიკერძოებულია ეს ორგანიზაცია,’’ – განაცხადა პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ემპათიის“ მიერ გავრცელებულ დასკვნაში არაფერი წერია კონკრეტულად იმ დაავადებების შესახებ, რომელიც სააკაშვილს აღენიშნება.
,,რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დაავადებაა ისეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის გათავისუფლებას, რაც სხვა პატიმრებს არ აქვთ და ა.შ. თავად ჩამონათვალს რაც შეეხება, ეს ჩამონათვალი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პატიმარს თუ არა პატიმარს, ანუ გარკვეული სახის გადახრები, სამედიცინო ჩვენებები შეიძლება აღენიშნებოდეს ნებისმიერს.
ამიტომ, ასეთი ჩამონათვალი არაფერს არ ნიშნავს. ვერ ამბობენ, რა კონკრეტული დაავადებაა და, ამის ნაცვლად, არის მშრალი საუბრები და პიარკამპანია, ლობისტური კამპანიები არის პრინციპულად მიუღებელი.
ქვეყანას ვერ ავარევინებთ ვერავის. ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების მიღებას – სააკაშვილის გათავისუფლებას იმისათვის, რომ ქვეყანა არიონ და, რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ”, – აღნიშნა კობახიძემ.