ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ სტატუსს გამოეხმაურა.

„რაც არ უნდა „CNN-ი“ და მსგავსი მედია საშუალებები ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის მტრულ საქმიანობაში, სიმართლეს რას უზამენ, როცა ის საქართველოს მხარესაა და ციფრები ამაზე მეტყველებს… აქ მთავარი ეს არ არის. გასაგებია,  გარეშე  მტრები ებრძვიან პატარა, ურჩ ქვეყანას, რომელიც კბილებით იცავს თავისი სამშობლოს ინტერესებს. აქ მთავარი ქვეყნის პრეზიდენტია. ვინ თუ არა, მან ხომ ყველაზე კარგად იცის, რასაც ტირაჟირებს სანქციებთან დაკავშირებით, დიდი ტყუილია. ის ამ ქვეყნის პრეზიდენტია და, თუ ვერ აცნობიერებს ამას, სიცრუეში მაინც ნუ აჰყვება საქართველოს მოწინააღმდეგეებს“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ნინო ფოჩხუა.

გაზიარება