„რა დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები [რადიკალური ოპოზიცია], რომ, მშვიდობა როცა გამოგვაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებთ – ისე, როგორც ჯვარი აღიზიანებდათ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ეკლესიას იმდენად მტრობენ, რომ ჯვარი აღიზიანებდათ. მშვიდობას იმდენად მტრობენ, რომ სლოგანმა გააღიზიანათ. სინამდვილეში, მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, არამედ მათ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა აღიზიანებთ, რადგან ისინი არიან ომის პარტია. მათ აქვთ პირდაპირი განზრახვა (რასაც ვერ მალავენ) – სურთ ომი საქართველოში.
საქართველოში იქნება მშვიდობა და თბილისი იქნება მშვიდობის ქალაქი. ეს არის სურვილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს და იგივე სურვილი გვაქვს ჩვენ უკრაინელი მეგობრებისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის: დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წელს საახალწლო სლოგანი „მშვიდობის ქალაქი“ იქნება.