საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განაცხადებას გამოეხმაურა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ერთადერთი, ვინც ცივილიზებულ სამყაროში უკრაინის ომში მოხალისეების მონაწილეობას ახალისებს, ქართული ოპოზიციაა“.
„სიმართლე უნდა ითქვას აუცილებლად! არიან მეომრები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან ღირსეულად და არიან “ნაიომნიკები”, რომლებიც ომშიც კი თავიანთ სარგებელს ეძებენ, აქედან კი მათ ხელს „ნაცმოძრაობის“ ლიდერები უწყობენ.
აბა, თქვენ რა გგონიათ? რას აკეთებენ უკრაინაში ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვა ჯალათები? მიერეკებიან იქ ქართველებს და, სამწუხაროდ, შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყენებენ“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე მეგრელიშვილი.