“რა კარგად “ტენეს” ჯიპები და მიწები საპატრიარქოს… აი, “ჭეშმარიტი რეალობის” შედეგიც”, – ასე ეხმაურება მწერალი ლაშა ბუღაძე პატრიარქის წერილს, რომელიც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს მადლობის ნიშნად გაუგზავნა.

“ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად ძალა მოიკრიბეო… რომელი რეალობის? ციხის თუ მეტაფიზიკურის? მილოცვაა თუ რაიმე შეფარული წყევლის მაგვარი?, – წერს ბუღაძე “ფეისბუკში”.

“გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად”, – აღნიშნულია პატრიარქის წერილში.

გაზიარება