ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ამერიკის საელჩოს განცხადებას აზიარებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საელჩომ დადიანების სასახლის აღსადგენად 300 000 დოლარი გამოყო.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, უპერსპექტივო „ენჯეოებში” ფულის “ჩასხმას“ ჯობს, ამერიკელი გადამხდელების ფული კარგ საქმეში დაიხარჯოს.
„ქალბატონო ელჩო, ასე არ ჯობს? უპერსპექტივო “ენჯეოებში” ფულის ჩასხმას, უკეთესი არ არის, ამერიკელი გადამხდელების ფული კარგ საქმეში დაიხარჯოს? ისე, რა ლოგიკაა, გიგაურებსა და ლომჯარიებს ათეულობით მილიონს ახარჯავდეთ, დადიანებს – 300 000 დოლარს?“- წერს ნიკოლეიშვილი.