„ფეისბუკის“ მომხმარებელი” კოტე ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ კანონპროექტის დაინიცირებითა და შემდეგ მისი უკან გაწვევით გამოწვეულ, ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებებს აფასებს.
“რა მოიგო ხელისუფლებამ აგენტების კანონის დაინიცირებით და შემდეგ გაწვევით? 12 პუნქტი:
მოახდინა ჯაშუშების სრული ლუსტრაცია; დასავლეთში არსებულ ძალებს “გაღმა შეედავა” და ომის დაწყებაზე ზეწოლები გარკვეული დროით გადადო. დრო მოიგო; რუსეთს აჩვენა, რომ ძალიანაც რომ უნდოდეთ, რუსეთისკენ მაინც ვერავინ მიატრიალებს ქართული სახელმწიფოს საჭეს; გამოავლინა გუნდის შიგნით მერყევი წევრები; ხალხს კიდევ ერთხელ აჩვენა განსხვავებული, ადამიანური, ჰუმანური სახე და გარდა “ნაცების” ძველი უმძიმესი ცოდვებისა, ბოლომდე გაშიფრა მათი ბოლშევიკური და ფაშისტური სახე; გარკვეულწილად გააცოცხლა “ნაცმოძრაობა”, რომელიც “ქართული ოცნებისთვის” საუკეთესო “მტრის ხატი”; ენჯეოსექტორის სრული გაშიშვლებით დააზღვია მათგან მომავალი სამომავლო რისკები; გამოააშკარავა და მოსინჯა “ნაცმოძრაობის” მიერ დატრენინგებული ახალგაზრდების სრული რესურსი და ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის მაქსიმალური შესაძლებლობები; დასავლეთს, თუ მას საქართველოში ხელისუფლების ცვლილება სურს, უთხრა, რომ ამისთვის კანდიდატის სტატუსის არმოცემას აზრი არ აქვს, რითაც შედარებით გაზარდა სტატუსის მიღების შანსი; ისარგებლა არეულობით და გაიყვანა მისთვის მისაღები სახალხო დამცველი; მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების და უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, იცოდა რა, რომ მსოფლიო ტრენდი იყო მსგავსი კანონების მიღება, დაასწრო და გრძელვადიან პერსპექტივაში “ნაცმოძრაობა” და მათი პატრონაჟი საუკუნის აფიორაში ამხილა.
ივაჭრა წარმატებით…”,- წერს კოტე ჭიჭინაძე “ფეისბუკში”.