„ზელენსკის მიმართვა ქართველ ერს – ცოტა ხმამაღლა ხომ არ ჟღერს?! საერთოდ, როგორ ბედავს, ქართველ ხალხს მიმართოს? ვინ მისცა ამის ან ლეგიტიმაცია, ან მორალური უფლება?! იმ ხალხს, ვისაც, დაწყებული სააკაშვილის შეფარებით და თანამდებობაზე დანიშვნით, პერმანენტულად, შეურაცხყოფას აყენებდა. რა ნამუსით მიმართავს ერს, რომელსაც ერთი მადლობაც კი არ უთხრა უპრეცედენტო სოლიდარობისთვის!“ – წერს მოძრაობა „აი იას” ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.
„ხმას საერთოდ როგორ იღებს იმ ქვეყნის მიმართ, რომლიდანაც ყოვლად უსაფუძვლოდ და პროვოკაციულად გაიწვია ელჩი?! ოფიციალური პირი არ დარჩა მის გარემოცვაში, ვინც ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ ცდილობს! ხან სანქციების გვერდის ავლაში დახმარება დაგვაბრალეს, ხან – რუსეთის მოკავშირეობა. და რამდენია გასახსენებელი…
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც დიდსულოვნებას იჩენს ქართველი ხალხი და ეს კიდევ ბედავს და რაღაცებს მოგვიწოდებს! ან შობა რა იცის, ანდა მოწყალებისა რა გაეგება…?! ან ბოროტებად, დამცირებად თუ სისასტიკედ რომ აფასებს სააკაშვილის მდგომარეობას, თუ უნდა, ვანახებთ, რა იყო ნამდვილი და გაუგონარი სისასტიკე, რასაც მისი საყვარელი “ნაცები” სჩადიოდნენ ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი კი, მინიმუმ, იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ თავად ზელენსკი მონაწილეობდა სააკაშვილის უკრაინიდან “ექსპორტში”, რომ საქართველოში მისი საიმედო მოკავშირე ჰყოლოდა!“ – წერს შაქარიშვილი.

გაზიარება