„აი, ამ განცხადების გამკეთებელ კაცზე რომ დაიდება ფსონი, იმ პარტიის საქმე დამთავრებულია. ან რა შევარდნაზე იქაჩება?! ნანახი მაინც არ გვქონდეს მისი “შევარდნა” მერიაში და მერე, გულწასულის, მისი მობრუნება. ან რევოლუციის დაანონსება რაღა იყო! ვისთან ერთად აპირებს პარლამენტზე შტურმს? ცისკარიშვილთან თუ გოროზიასთან ერთად? ან ასეთ “პოლიტიკოსს” როგორ უნდა წამოგცდეს, ვერანაირ მოცემულობაში რომ ვერ უგებ “ქართულ ოცნებას,” როცა ათი წელია, გაყალბებაზე გაჰკივიან ოპოზიცია და მისი არასამთავროები“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ექსპერტი ნინო ფოჩხუა ლევან ხაბეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

„მოკლედ, იმაზე ცუდად არის საქმე, ვიდრე წარმოგვედგინა: იქით – მელია, რომელსაც ჰგონია, რომ სიარულით უფრო ხალხმრავალი გამოჩნდება მიტინგი და აქეთ – ხაბე“, – აღნიშნავს ფოჩხუა.

გაზიარება