„რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი კვლავ ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელიც თავდაპირველად ჰქონდათ არჩეული და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ულტიმატუმს – ულტიმატუმს, რომ რომელიღაც კონკრეტული კანდიდატების ირგვლივ თუ არ მოხდებოდა შეთანხმება, მათ არ აქვთ სხვა არჩევანი და მზადყოფნა, რომ დისკუსიაში და მოლაპარაკებაში შემოვიდნენ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.

„ახლა ისინი იმ მდგომარეობაში არიან, როდესაც ცდილობენ, რომ სააკაშვილთან ერთგულების უფრო მაღალი ხარისხი რომელ გუნდს აქვს, ამაზე ითანამშრომლონ და, ამის მიხედვით, შიდა პარტიულ არჩევნებში ამომრჩეველზე გარკვეული ეფექტი მოახდინონ. როგორც ჩანს, ამით არის განპირობებული (ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში) მათ შორის ისეთი დესტრუქციული და რადიკალური მოწოდებები, როგორიც არის, მაგალითად, მანდატების დატოვება და ცალკეული ადამიანების შიმშილობის გამოცხადება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება