„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ცდილობს, რომ დააზიანოს საქართველოს იმიჯი. ფაქტია, რომ ის ებრძვის არა „ქართულ ოცნებას“, – სინამდვილეში, საქართველოს წინააღმდეგ გამოდის“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ აჩენს “ფეიკნიუსებს”, შემდეგ ამ “ფეიკნიუსებს” როგორც წყაროებს ეყრდნობიან და უნდათ, შექმნან აღქმები.

„ცდილობენ, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის მზარდი ეკონომიკა, მზარდი განვითარება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. ეს არის მტრული კამპანია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ეს ასეთი უსამშობლო ხალხისგან, ცხადია, არ გვიკვირს. ისინი ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და პროგრესზე გავლენას ვერ მოახდენენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის: მმართველი გუნდის ინფორმაციით, ოპოზიციამ ახალი გეგმა შეიმუშავა და ეკონომიკური ზრდის საკითხის ირგვლივ ქვეყნის ინტერესების საზიანო კამპანია დაგეგმა.

გაზიარება