„მტკიცედ მჯერა, რომ რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა და რადგან ხალხი აბსოლუტურად სწორად აღიქვამს ყველაფერს, ეს ქვეყანა გაიმარჯვებს – მშვიდობით, განვითარებით, სტაბილურობით და რეალურად იმაზე ზრუნვით, რომ ეს ქვეყანა იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„რატომ არ გიყვართ ეს ქვეყანა ასე, ხალხო, რამ გაგაგიჟათ და რა გჭირთ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ – თუ კი ამ ქვეყანაში ყველას ვალდებულებაა, ხარვეზებსა და შეცდომებზე ერთად ვიმუშაოთ, თქვენ იგონებთ ტყუილებს და ამით აზიანებთ შიგნით და გარეთ საკუთარ ქვეყანას. ცოტა ხანს დადექით საკუთარ თავზე მაღლა. რა გჭირთ? რა დავალებებს გაძლევენ ან რას გიხდიან, ან რა კომპრომატები აქვთ ასეთი? მოდით, მოგვიყევით და, იქნებ, გშველით?

ხომ ყველამ კარგად იცით, რომ აგენტურული ქსელის წარმომადგენლები ხართ სამიდან ორი. მოდით, მოგვიყევით და, იქნებ, რაღაცას გშველით და დაგიდგეთ გვერდზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება