“რატომ მომვარდით!” – უთხრა დღეს ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მის რეზიდენციასთან იმ ხალხს, რომლებმაც ის აირჩიეს. ამით ყველაფერი ნათქვამია!” – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის მიმართვას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართული აქციის მონაწილეებისადმი.
„დასავლეთში ამომრჩევლისადმი ამგვარი მიმართვისთვის პოლიტიკოსს და, მით უმეტეს – პრეზიდენტს მყისვე მიუჩენდნენ ადგილს“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ანჯაფარიძე.