“უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური უცხოელი ექიმების დაქირავების ნაცვლად, პიარკომპანია დაიქირავეს და მთელ მსოფლიოში ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს,’’ – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მიხეილ სააკაშვილის საქმის ამერიკელი ექსპერტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ერიკ გოლდსმიტის დასკვნას ამერიკული სასამართლო არ ენდობა.
,,რატომ უნდა ენდოს საქართველოს სასამართლო იმ ამერიკელ ექსპერტს, რომლის დასკვნებსაც ამერიკის სასამართლო არ ენდობა?!
უამრავი დაავადება
სჭირს, ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა აქვს და სასწრაფოდ საზღვარგარეთ არის სამკურნალოდ გადასაყვანიო. ეს შეფასებები ,,ეყრდნობოდა” ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრის – ერიკ-დევიდ გოლდსმიტის სამედიცინო დასკვნებს.
ერიკ-დევიდ გოლდსმიტი გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხეს, სადაც მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარა ექსპერტიზა, რომლის თანახმად, აქვს პოსტტრავმული აშლილობა და დემენცია. მისივე თქმით, დიდი შანსია, დემენცია ისეთ ტოქსიკურ ელემენტებთან იყოს კავშირში, როგორიც არის ვერცხლისწყალი და დარიშხანი, რაც მის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს. აქედან გამომდინარე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი ციხიდან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში – ამერიკაში ან ევროპაში, რომ მოხდეს ამ ტოქსიკური ელემენტების დეტოქსიკაცია.
გოლდსმიტის შეფასებით, ეს დიაგნოზი არის სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მიზეზი’’, – წერს ბოჟაძე.