ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ში მიიჩნევენ, რომ უკრაინის უსაფრთხოებას სამომავალოდ არა შეთანხმებები, არამედ ძლიერი არმია უზრუნველყოფს, ხოლო ყირიმის დაბრუნების საკითხი შეიძლება გადაიდოს.

„ძალიან დამაფიქრა აშშ-ის მთავრობის განცხადებამ. ეს რომ, მაპატიეთ, რიგითი ამერიკელი იყოს, კიდევ ხოო, მაგრამ როცა სახელმწიფო მდივანი საუბრობს, რომ უკრაინისთვის მთავარი „NATO-ს“ წევრობა კი არა, ძლიერი არმიაა, ხოლო ყირიმის საკითხი შეიძლება გადაიდოს, ჩნდება მარტივი კითხვა – თუ ეს ომის დამთავრების ერთ-ერთი შესაძლო სცენარია, მაშინ ამდენ მსხვერპლს და ნგრევას რა ვუყოთ?! რატომღაც მგონია, რომ ასეთი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მიმართ ნიჰილიზმს აჩენს“, – წერს ნიკოლეიშვილი „ფეისბუკში“.

გაზიარება