„ევროპარლამენტის ოთხი ქალი – მარკეტა, რასა, ვიოლა და მირიამი წუხელ, ცარიელ დარბაზში დებატისას (უმრავლესობა, ალბათ, კატარს უყურებდა), სააკაშვილის გათავისუფლებაზე ლაპარაკობდა, ამ თემას ევროპულ პერსპექტივას უკავშირებდა და, ვითარების დასამძიმებლად, ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მძევლად აყვანას აბრალებდა“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი.

როგორც ნიკოლაშვილი აღნიშნავს, რაც დაფარული იყო ევროპარლამენტარ კაილის შემთხვევაში, ღიაა მიშას შემთხვევაში, როცა გააფორმეს ლობისტური კონტრაქტი მისი ინტერესების დასაცავად.

„კატარის ჩემპიონატს ნეტა ფინალამდე მიიყვანდნენ და, როგორც ამერიკელებმა ამოაყირავეს 1994 წელს, ისე არ იზამდნენ.

ევროპარლამენტარი და ვიცე-სპიკერი ევა კაილი კატარიდან ქრთამის აღებას იმის შემდეგაც უარყოფს, რაც ბელგიის პოლიციამ, ორი სახლის ჩხრეკის შემდეგ, მილიონ-ნახევარი ევრო ქეშით ამოიღო. ფოტო ორიგინალია.

სკანდალამდე ევა კაილი კატარს ღიად ლობირებდა და თავის გამოსვლებში შრომითი ურთიერთობების დამცველ ქვეყანად წარმოაჩენდა. ეს განცხადებები დღეს მის ლობისტურ საქმიანობას ღიად წარმოაჩენს.

ამუშავდა მანქანა, დაიძრა საგაზეთო სტატიები, სიუჟეტები, ამუშავდნენ სპიკერები.

ლობისტური კამპანია, რომლის მესიჯბოქსის ღერძიც სააკაშვილის შეცოდებაზე აეგო, იმის ნაცვლად, რომ მიშას მონანიებისა და შეცდომების აღიარების ჩვენებისკენ მოუწოდებდეს (რასაც მისი შვილიც კი მიხვდა, რომ საჭიროა), მესიჯის გაჯერებას ბიძინას და ქვეყნის მძევლობის დაკავშირებით ცდილობს. და მოკავშირე ევროპარლამენტარებსაც ამას ალაპარაკებს.

რა გამოვა ამ საქმიდან? სრულიად არაფერი. ჩემპიონატი მაინც შედგება. საქართველო კი ევროკავშირში ინტეგრაციას გააგრძელებს“, – აცხადებს ნიკოლაშვილი.

გაზიარება