საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ შიმშილობის შეწყეტის ფაქტს ეხმაურება.

“გზაზე მიდის… არა, პარლამენტში შიმშილობს 4 კაცი.

-რათა ოთხი?

-მაშ, რამდენი?

-სამი!

-რათა სამი?

-მაშ, რამდენი?

-ორი!

-რათა ორი?

-მაშ, რამდენი?

-ერთი!

ჩემი მხარდაჭერა წითლიძეს… არა იდეაში, არამედ გამძლეობაში.

ისე, ამ სამი ბაჯაღლო კაცის მნახველი, ანა წითლიძე, რომ მიატოვეს პლედის და “ტელნიაშკის” ამარა რაღატო გიკვირთ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა “ნაცმოძრაობაში”? რაც “ვაჟკაცები” არიან, ის არის პარტიაც”, – წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა გუშინ დავით კირკიტაძემ შეწყვიტა. ამავე მიზეზით კი შიმშილობა 18 დეკემბერს აბდულა ისმაილოვმა შეწყვიტა. გუშინ, პარლამენტში მოშიმშილე თემურ ჯანაშიაც ოჯახის წევრებმა სახლში წაიყვანეს, შესაბამისად, ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა.

გაზიარება