“რეგიონში მშვიდობიანი პლატფორმის შესახებ საქართველოს პრემიერის მიერ წამოყენებული ინიციატივა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურის ინიციატივა შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ეს ინიციატივა ყველა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია. საქართველოს ადრეც შეუსრულებია შუამავლის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და – საკმაოდ დიდი წარმატებითაც. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც, საქართველო წარმატებით მოახერხებს შუამავლის როლის შესრულებას“, – აცხადებს ეკა სეფაშვილი.

გაზიარება