სააგენტო “Reuters-ი”, თურქეთის მედიაზე დაყრდნობით, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ 12 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო დიალოგისკენ ისწრაფვის.
ამასთან, ერდოღანი აშშ-ს და დასავლეთის სხვა ქვეყნებს მოსკოვის პროვოცირებაში ადანაშაულებს.
“როიტერს-ი” წერს, რომ თურქეთის სახელმწიფო მაუწყებელს, “TRT-ს” და სხვა მედიასაშუალებებს, ერდოღანის სიტყვები მოჰყავთ:
„დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, გაუთავებლად თავს ესხმიან რუსეთს“.
ერდოანს არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა „თავდასხმაში“.
ერდოანმა, რომელიც უზბეკეთში მიემგზავრებოდა, დასძინა, რომ „რუსეთი, რა თქმა უნდა, ავლენს ამ ყველაფრის მიმართ დიდ წინააღმდეგობას“.
თებერვალში უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ დასავლეთის ქვეყნები სამხედრო დახმარებას უწევენ უკრაინას და დიდ ფინანსურ დახმარებას აწვდიან კიევს, ხოლო პარალელურად მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს.