,,კბილებით ვიცავდი ყოველთვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, მაგრამ ახლა რომ „ნაცებს“ ეხმარებიან, თან – “კეზერას” შუამავლობით, როგორ არ დავინახო?“ – ასე ეხმაურება ექსპერტი ირაკლი ლატარია ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც შათირიშვილი ამერიკელებისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის კავშირებზე საუბრობს.

როგორც ლატარია წერს, კეზერაშვილისა და ვოლკერის შეხვედრამ ყველაფერი დაადასტურა.

„რით ვერ შეიგნო მსოფლიომ, რომ ჩვენ გვყავდა მანიაკები ხელისუფლებაში და, ამერიკა კი არა, მთელი სამყარო რომ დადგეს მათ გვერდით, ისინი მაინც ვერ მობრუნდებიან!!! შანსი არის ნული”, – წერს „ფეიბუსკის“ გვერდზე ლატარია.

გაზიარება